ქართული ღვინო ექსპორტზე მსოფლიოს 50 ქვეყანაში გადის. 2018 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, სულ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით მეტია 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
გაიზარდა ექსპორტირებული ღვინიდან მიღებული შემოსავლები. ქვეყანამ 8 თვეში 107,8 მლნ დოლარი , ეს 28%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის 8 თვეში.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულშია: რუსეთი (28 564 609), უკრაინა (5 040 319), ჩინეთი (3 514 066), ყაზახეთი (1 996 860) და პოლონეთი (1 886 618).
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 124% (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 67% (50 062), პოლონეთი – 32% (1 886 618), აშშ – 4% (244 374), ასევე ევროპის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 68% (30 456), გერმანია – 32% (308 734), ლიეტუვა – 21% (265 062), ნიდერლანდები – 17% (38 799), ლატვია – 16% (966 726), ესტონეთი – 7% (329 304) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი 81% (140 370), ყაზახეთი – 41% (1 996 860), უკრაინა – 38% (5 040 319), რუსეთი – 20% (28 564 609), ბელარუსი 4% (846 822) და სხვა.
www.travelingeorgia.ge