ქართულ ღვინოზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნა იზრდება.
2018 წლის იანვარ-მარტში 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ) გავიდა, რაც 24%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ 40,47 მლნ-მდე დოლარი (+26%) მიიღო.
ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429% (233220), იაპონია - 230% (53160), დიდი ბრიტანეთი - 98% (37740), საფრანგეთი - 71% (24248), ყაზახეთი - 85% (877494), ჩეხეთი - 68%(18888), ლატვია - 61% (412626), ნიდერლანდები - 46% (21993), გერმანია - 38% (136222), უკრაინა - 36%(1771928), პოლონეთი - 32% (740922), ესტონეთი - 28% (120246), რუსეთი - 28% (11511830), ისრაელი - 24% (52722, აშშ - 3% (68620), და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (11 511 830), უკრაინა (1 771 928), ჩინეთი (1 117 138), ყაზახეთი (877 494) და პოლონეთი (740 922).
ქართული ღვინო ექსპორტზე 134 კომპანიამ გაიტანა.
ამასთან, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
www.travelingeorgia.ge