ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინოებიდან “ქინძმარაული” ლიდერობს
05 აგვისტო, 2017

საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან “ქინძმარაული” ლიდერობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2017 წლის 7 თვეში ექსპორტზე 6 593 437 ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა, წითელი ღვინო „მუკუზანი“ – 2 028 493 ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 1 468 126 ბოთლი.

ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 751 261 ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 389 360 ბოთლი.

„ტვიში“ – 157 064, „ნაფარეული“ – 111 612.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ-მდე  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 84 მლნ აშშ დოლარს აღემატება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.