ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სააღდგომოდ რკინიგზაზე მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
04 აპრილი, 2018

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს.

5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) 4 ვაგონიანი, ორ სართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 გავა, ბათუმში ჩავა 15:30-ზე. ბათუმიდან გამოვა 17:10-ზე და თბილისში ჩამოვა 22:03-ზე.

დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50-ზე გავა, სენაკში ჩავა 13:08-ზე. სენაკიდან კი (#877) გამოვა 19:45-ზე და თბილისში ჩამოვა 23:59-ზე.

მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე და სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.