AEROFLOT სიხშირეებს ამცირებს. ოქტომბრის ბოლოდან ავიაკომპანია საქართველო-რუსეთს შორის, 14-ის ნაცვლად, 11 სიხშირით იფრენს. რუსეთის ავიაკომპანია ბათუმი-მოსკოვის და თბილისი-მოსკოვის რეისებს ემსახურება. 8 თვეში (2017 წ) 135 610 მგზავრის ჰყავს გადაყვანილი.
AEROFLOT -ის წილი ჯამურ ნაკადში (2.7 მლნ მგზავრი) 5%-ია. შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქების, მათ შორის მოსკოვის მიმართულებით ფრენები 2014 წლის 15 სექტემბერს განახლდა.
GBC.GE