ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსთავის გზატკეცილზე უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი მოეწყობა
31 ივლისი, 2018

კრწანისის რაიონის გამგეობამ ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერის მოწყობა დაიწყო. 3100 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

სკვერში უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები 215 კვ.მ-ზე ტაქტილური ფილებით მოეწყობა, 1100 კვ/მ-ზე განლაგდება დეკორატიული ფილები, 165 კვ.მ-ზე კი კაუჩუკის საფარი დაიგება. ბეჭდური არმირებული საფარით 210 კვ.მ მოპირკეთდება.

სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი.

„ამ დასახლებაში ბევრი უსინათლო ადამიანი ცხოვრობს. ვცდილობთ, მათთვის გარემო მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ქვემო ფონიჭალაში პირველად ეწყობა თანამედროვე სკვერი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი რეკრეაციული ზონა იქნება. სკვერი ასევე, უსინათლოებზე იქნება ადაპტირებული და მორგებული“, - აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელნა ლევან ჯაფარიძემ.

სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის ბიუჯეტიდან 320 000 ლარია გამოყოფილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.