რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის პროექტთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის პროექტთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც კომპანია „რუსთაველი ფროფერთისის ხელმძღვანელი მინდია გადაევი აცხადებს, ახლა მზადდება სამშენებლო ხელშეკრულება კონტაქტორთან, რომელსაც ხელი მაქსიმუმ წლის ბოლომდე მოეწერება და სამუშაოები გააქტიურდება. საუბარია, ამერიკული კომპანია „ეიკომზე“. გადაევის განცხადებით, ამჟამად სარეკონსტრუქციო სამუშოები მიმდინარეობს, თუმცა, დაბალი ტემპით. მისივე ინფორმაციით, ეს არის მეორე ეტაპის სამუშოები. პირველი იყო ისტორიული ფასადის გამაგრება, მეორე არის შიდა რეკონსტრუქცია და მესამე კი ახალი შენობის მშენებლობა.
გადაევი აცხადებს, რომ მესამე ეტაპი სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება და 2.5 წელში დასრულდება.
მისი განცხადებით, პროექტი დაფინანსების გამო არის გაჭიანურებული, დიდი დრო დასჭირდა საინვეტიციო პორტფელის დახურვას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომელის სახელს ჯერ გადაევი არ ასაჯაროვებს.
მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისგან $39 მილიონიანი საკრედიტო ხაზი აიღეს, ხოლო ჯამურად $75 მილიონის ინვესტირება მოხდება. გრძელდება სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის „საპარტნიორო ფონდთან“, რომელიც სავარაუდოდ, პროცესშიც ჩაერთვება.
სასტუმრო Hyatt Regency-ი რუსთაველის გამზირზე, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება.სასტუმრო 170 ნომრიანი იქნება.
„რუსთაველი ფროფერთისმა იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა. პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
ავტორი: სოფო ქსოვრელი