ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო – ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება
09 ივლისი, 2019

რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოლკოვმა „რასია 24“-ის ეთერში განაცხადა.

„ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების – Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი. ასევე იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება“ , – განაცხადა ვოლკოვმა.

დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.