რუსეთის ქალაქ იაროსლავიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება იგეგმება. როგორც რუსული მედია წერს, ეს აეროპორტის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოხდება.
რუსული მედიის ინფორმაციითვე, იაროსლავის აეროპორტში ამ დროისათვის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის შემდეგ კი აეროპორტი ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ასაფრენ/დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.
ამ დღეებში ბილიკის ნატურალ-ინსტრუმენტალური კვლევა ჩატარდა და მან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ასევე გაცემულ იქნა ნებართვა საერთაშორისო რეისების მიღებაზე. შესაბამისად მალე იაროსლავიდან ფრენები განხორციელდება საქართველოს, საბერძნეთის, ესპანეთისა და სომხეთის მიმართულებით.
www.bpi.ge