ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუისპირში ადამაანთ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
10 იანვარი, 2018

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII საუკუნის ადამაანთ ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ადამაანთ ციხე მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირში.

აგებულია XVIII საუკუნის ბოლოს.

ციხე სათავდაცვო-საცხოვრებელი კომპლექსია და შედგება ორი ნაწილისგან. ციხის ერთი ნაწილი უფრო მაღალია, თუმცა ორივე ნაწილი სამსართულიანია.

ციხის პირველი სართული მარანია, მეორე სართული - საცხოვრებელი, მესამე სართული საბრძოლო ბანია.

მარანის სამხრეთი ნაწილი საწნახელს ეკავა, მეორე ნაწილში კი ქვევრებია ჩადგმული. მეორე სართულზე შესასვლელი ციხის ჩრდილოეთ ნაწილის მეორე სართულზე არსებული კარიდანაა, სადაც ხის კიბით ადიოდნენ. მეორე სართულის ორი დარბაზი ერთმანეთთან კარით იყო დაკავშირებული. აქედანვე იყო ასასვლელი საბრძოლო ბანზე.

ციხის თითოეულ სართულზე სარკმელ-სათოფურებია, საბრძოლო ბანი კი ქონგურებით სრულდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.