ქართველებს ყველაზე მეტად გერმანელი, ამერიკელი და ფრანგი ტურისტების მასპინძლობა სურთ, - ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც კომპანია IPM-მა ჩაატარა.
კვლევის შედეგად გამოკითხულ რესპოდენტთა 47-47%-ს სწორედ ამ ქვეყნებიდან ისურვებდა ტურისტების მასპინძლობას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები. კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად - 16%, 20% და 16% მომხრე ჰყავს. ქართველებისთვის, მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (32%).
გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა. (რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება. რის გამოც, პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია.).
საქართველოში და სომხეთში კვლევის ფარგლებში 1200-მა რესპონდენტი გამოიკითხა კითხვით რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ტურისტთა ნაკადის შემოსვლას მათ ქვეყანაში.
სომხეთში 2017 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩავიდა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ სომხები კეთილგანწყობილები არიან რუსი ტურისტების მიმართ - გამოკითხულთა 37% სომხეთში მათ სტუმრობას კვლავ ისურვებდა. სომხებისთვის ყველაზე სასურველი ფრანგი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (45%). სომეხი რესპონდენტების 6%-ს კი ტურისტების შემოსვლა თავიანთ ქვეყანაში საერთოდ არ სურს.
www.travelingeorgia.ge