თბილისის ცენტრში ცოტა ხნის წინ პირველი ეკო სასტუმრო გაიხსნა. Tbilisi Park Hotel-ი აღმაშენებლის გამზირზე, ილიას ბაღის შუაგულში მდებარეობს.
სასტუმრო 54 ნომრიანია, 3 სართულიანი. მიმზიდველი და ექსტრავაგანტულია გარემო, მისი თანამედროვე დიზაინი სტუმრის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.
სასტუმროში მოქმედებს Wine Bar ქართული ღვინის მრავალფეროვნებით.
პროექტი უძრავი ქონების განვითარების კომპანია „მეიდან ჯგუფმა“ განახორციელა. მთლიანად ბალახით არის დაფარული. გარედან კი ხის მასალებით არის მოპირკეთებული.





www.travelingeorgia.ge