ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორია ახალი სასტუმრო თბილისის ცენტრში - „აჭარა ჯგუფმა“ სასტუმრო Stamba გახსნა
02 მაისი, 2018

თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო Stamba Hotel-ი გაიხსნა. ახალი ქართული ბრენდი კომპანია „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ბაზარზე ბრენდი Rooms Hotel-ით არის წარმოდგენილი.

ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში. პირველ ეტაპზე სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ი (79 კვ.მ). მშენებლობის მთლიანად დასრულების შემდგომ სასტუმრო სტამბაში 150 ნომერი იფუნქციონირებს.

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სატმბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო.

სასტუმრო სტამბა სტუმრებს ასევე სთავაზობს საშოკოლადე (Chocolaterie and Roastery) ადგილზე მოხალულ ყავით და დამზადებული შოკოლადით. სასტუმროში განთავსებულია კაზინო ავიატორი (Aviator).

სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე – Jungle Lobby – არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს თავზე მოწყობილი აქვს საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს.

გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც. სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.