კომპანია „ანაგი” თაბორის პროექტის დასრულებას 2018 წლის ოქტომბერში გეგმავს. კომპანიამ “თაბორი რიზორთსის” მიერ დაკვეთილი სასტუმროსა და გოლფის კლუბის პროექტების ფოტოები გამოაქვეყნა.
პროექტი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, თაბორის მთაზე ხორციელდება. ტერიტორია სულ 37 000 კვ მეტრს მოიცავს. “ანაგმა” მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო.
BPI