შპს „თბილსერვის ჯგუფი საახალწლო განათებების მონტაჟს განაგრძობს. თბილისში საახალწლო განათებები 15 დეკემბერს ჩაირთვება.
„თბილსერვის ჯგუფი დედაქალაქის მასშტაბით, როგორც საახალწლო განათებების, ასევე საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟს ახორციელებს. დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო სანათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.






