თანაინვესტორების ფონდი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის პროექტზე ვიდეოს ავრცელებს . პროექტის მიხედვით, თავისუფლების მოედანზე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება. სასტუმრო 220-ნომრიანი იქნება და მასში $100 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. სასტუმროს მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.
პროექტის განხილვას დღეს ხმაური მოჰყვა საკრებულოში. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან („პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი სასტუმრო) არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა განხორციელდეს.
www.bm.ge