ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება ორბელანის განახლებული მოედანი
12 თებერვალი, 2018

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.

პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ მხარეს დიდი ტურისტული ზონის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას.

ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას "თბილისის განვითარების ფონდი" პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში,  ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებს, სხვა კომპანიებთან ერთად, აწარმოებს კომპანია "ანაგი". კომპანიამ შესაბამისი ფოტოები გამოაქვეყნა თუ როგორი იქნება ორბელიანის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარია.

www.travelingeorgia.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.