კახეთში საერთაშორისო სტანდარტების, 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო წელს, გაზაფხულზე გაიხსნება. Radisson BLU Tsinandali ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება.
სასტუმრო 120-ნომრიანი იქნება. მოეწყობა გარე საცურაო აუზი, შენობის ბოლო სართულზე სპა, ღვინის ქარხანა, რომელიც შუშის ხიდით დაუკავშირდება სასტუმროს რესტორანს, შეხვედრების ოთახს, ბარს, ბიბლიოთეკას, მცირე ზომის კინოთეატრს, ღია და დახურულ საბანკეტო დარბაზს, შიდა ეზოს და ღვინის სადეგუსტაციო ზონას.
მოეწყობა სასეირნო, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები; ვერტმფრენის მოედანი; ღვინის ქარხანა; ვიზიტორთა ახალი ცენტრი; ადგილობრივი გარემო, კლიმატი და სტრუქტურული მახასიათებლები შერწყმული იქნება დასრულებული პროექტის არქიტექტურაში; საკონფრენციო, საბანკეტო და სპეციალური ღონისძიებებისათვის განკუთვნილი სივრცე; აქცენტი ეკო-ტურიზმზე.
სასტუმროს “სილქ როუდ ჯგუფი” „საპარნტიორო ფონდის“ ხელშეწყობით აშენებს. ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობისთვის 2017 წლის შემოდგომაზე $10 მლნ გამოყო უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC). პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ დოლარია.
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge