ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორ შევამციროთ ტყეზე ზეწოლა - ახმეტაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტები იწარმოება
13 თებერვალი, 2018

მთავრობა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობაზე მუშაობს. ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარების შედეგად შემცირდება ტყეზე ზეწოლა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში არსებული საწარმო ასეთი ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტებს აწარმოებს. ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დახმარებით განხორციელდა.

რეგონში ასევე ფუქნციონირებს ბრიკეტების დამამზადებელი კერძო საწარმო „კერა”.

ბრიკეტი ტყეში არსებული ნარჩენებისგან მზადდება და 4-5-ჯერ მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე გამშრალი შეშა.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ევროპაში ალტერნატიული საწვავი საშუალებები დიდი ხანია უკვე არსებობს.

„ბრიკეტები მაღალი თბოუნარიანობითაც გამოირჩევა და ეკოლოგიურად სუფთაა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიკეტი ჩაანაცვლებს შეშას, ამიტომ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან წახალისებული იქნება. სამთავრობო ცვლილებებით, ტყეში ნარჩენებზე წვდომის შესაძლებლობა მთელ რიგ საწარმოებს ეძლევათ, რაც, გარდა ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობისა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.