ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რკინიგზამ საახალწლოდ დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა
26 დეკემბერი, 2017

საახალწლო დღესასწაულებზე მგზავრთა გაზრდილი რაოდენობის გამო, “საქართველოს რკინიგზამ” დამატებითი ელექტრომატარებლები დანიშნა.

დამატებით მატარებლებს კომპანია მოთხოვნად მიმართულებებზე 28-29-30-31 დეკემბერს და 5-6-7 იანვარს დაამატებს.

დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss)  და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონი.

აღნიშნულ პერიოდში ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.

დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

08:50

13:08

19:45

23:59

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა

ჩასვლა

გამოსვლა

ჩამოსვლა

10:30

15:30

17:10

22:03

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.