ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რიყის დოქებში” შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს
09 თებერვალი, 2018

ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს ე. წ. რიყის დოქებში შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. 

მისი თქმით, რიყის დოქებს პროფილი არ შეეცვლება.

თბილისის მერი სააგენტოსთან აღნიშნავს, რომ ახლა რა მდგომარეობაშიცაა არ უნდა დარჩეს. მისი თქმით, შენობა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და უნდა მოეძებნოს ფუნქცია.

რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრის შენობა designboom.com-ის რეიტინგში 2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა. ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის მასიმილიანო ფუკსას მიერაა დაკომპლექტებული და მისი მშენებლობა ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა. „დოქების“ მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა დღემდე არ არის დასრულებული.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.