ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რის გაკეთება იგეგმება გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში
09 აგვისტო, 2018

აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილია საპიკნიკე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად.

აჭარის მთავრობა იმედოვნებს, რომ ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, რომელიც კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ალპური ბოტანიკური ბაღის ფინანსური მხარდამჭერი კავკასიის ალიანსის პროგრამაა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი” ახორციელებს.

გოდერძის ალპური ბაღი აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან” ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. მნიშვნელოვანია, რომ ალპურ ბაღს ექნება ეკოლოგიური განათლების ცენტრის ფუნქციაც.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.