ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რირავო“ ტყემლისა და ტყის კენკრის ჭაჭის წარმოებას გეგმავს
28 მარტი, 2018

კომპანიამ “ქართული ლეგენდა”, რომელიც ბაზარზე ბრენდით „რირავო“ არის წარმოდგენილი, ტყემლისა და ტყის კენკრის ჭაჭის წარმოებას გეგმავს.

კომპანია ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს 6 სახეობის (ფეიხოა, ხურმა, კომში, ვაშლი, პანტა მსხალი და გოგრა) ჭაჭას.

პროდუქცია ძველ ქართულ ტრადიციებზე და უნიკალურ რეცეპტებზეა დამზადებული. “რირავო” ბაზარზე  2014 წელს გამოჩნდა. სასმელი მზადდება ველური ხილისგან.

საწარმო აღჭურვილია საკონიაკე სპირტის, ჭაჭის და ხილის ფაფების სახდელი გერმანული წარმოების დანადგარებით Christian Carl-ი.

 ექსპორტს  აწარმოებს გერმანისა და პოლონეთში. მომავალში  იგეგმება უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის ბაზრების ათვისებაც. ბრენდი წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით, ბარ-რესტორნებსა და ალკოჰოლურ მაღაზიებში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.