ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენ მგზავრს მოემსახურება ქუთაისის აეროპორტი ახალი ტერმინალის აშენების შემდეგ
04 მაისი, 2018

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

როგორც “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე ამბობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე პირველი ეტაპის სამუშაოები სრულდება.

„ამ დროისთვის განვახორციელეთ შემდეგი სამუშაოები: ეს არის 60 ათასი კუბური მეტრი მიწის ექსკავაცია, დაახლოებით 8 ათას კვადრატულ მეტრზე მთლიანად მოეწყო საძირკველი. ვფიქრობთ, რომ 2019 წლის დასაწყისისთვის ჩვენ უკვე დავიწყებთ ტერმინალების შეერთების ფაზას, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ რკინის კონსტრუქციების.

საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა. ჯამში გვექნება 6 გასასვლელი, რაც უზრუნველყოფს პიკურ საათში დაახლოებით ათასზე მეტი მგზავრის მომსახურებას. ეს არის დაახლოებით 6 რეისი,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგმა გააკეთა და ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

ტერმინალის მშენებელობა სექტმბერში დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ტენდერის ღირებულებაა 26,4 მლნ მილიონ ლარამდეა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.