ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება კაცხის სვეტთან
28 მაისი, 2018

კაცხში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. კაცხის სვეტთან, კელიების და მომსახურების ცენტრი აშენდება. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა.

წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ინფრასტრუქტურულ პროექტს კაცხში მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა. 

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კაცხის მონასტერთან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო და კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა.
გამაგრდა მონასტრის გუმბათი, რესტავრირდა სარკმლები და გალავანი.  კეთილმოეწყო ტერიტორია, ავტოსადგომი, სველი წერტილები. რეაბილიტირდა კერძო პირების ღობეები და ჭიშკრები, სასაფლაოს გალავანი, მონასტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.