ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა იცვლება მზიურის პარკში – (ფოტო)
13 თებერვალი, 2019

მზიურის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, დასრულება კი 2020 წლის იანვარში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი მზიურის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 7 799 705 ლარია და პროექტის დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი.

როგორც ცნობილია, საპროექტო სამუშაოები მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, არსებული მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, სკეიდბორდის მოედანი, საბავშვო გასართობი მოედნები, მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, ველოსიპედების გასაქირავებელი ჯიხური.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.