ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ღირს საქართველოში ბინების დაქირავება airbnb-ის მიხედვით
18 სექტემბერი, 2018

airbnb-ის მიხედვით ბინების საშუალო ფასმა საქართველოში აგვისტოში $45 შეადგინა.

ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის (2017 წლის მიხედვით) ფასების განაწილება აგვისტოში შემდეგია:

თბილისი - 42$, ბათუმი -46$, ყაზბეგი - 50$, მცხეთა - 37$, გუდაური - 89$, ქუთაისი -31$, სიღნაღი - 27$, ბორჯომი - 32$, ქობულეთი - 46$.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მონაცემებით, აგვისტოში ივლისის თვესთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი მხოლოდ 0.01%-ით გაიზარდა.

სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში - 7.6%-ით გაიზარდა, სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში შემცირდა - 1.6%-ით.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.