ISET-მა 2017 წლის საახალწლო სუფრის ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი 5-6 პერსონაზე გათვლილ სადღესასწაულო სუფრის ღირებულებას ითვლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ინდექსის შესადგენად შემდეგი კერძების ფასია გაანალიზებული: მწვადი, ხაჭაპური, გოზინაყი, ხილი, დესერტი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათა და სხვა.
ჯამში საქართველოში საახალწლო სუფრის გაწყობა 161.60 ლარი ჯდება, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8,1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს რეგიონების მიხედვით, ყველაზე იაფი ქართული სუფრის მოწყობა გურიაშია და 144,1 ლარს შეადგენს.

www.bm.ge