მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტების შეძენა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშია შესაძლებელი. დღეს მათ შორის ყველაზე დიდი ღირებულება 1999 წლის ემისიის 1,2 და 5 ლარის ნომინალის ბანკნოტებს აქვთ.
1993 წლის 29 აპრილიდან 1995 წლის 2 ოქტომბრამდე საქართველოს დროებითი ფულადი ერთეული კუპონი იყო, ის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო ჰიპერინფლაციამ გაანადგურა. 1995 წელს ქვეყანამ ლარი შემოიღო. IMF-ის მონაცემებით, 1992 წელს საქართველოში ინფლაცია 1177% იყო, 1993 წელს ამ რიცხვმა 7487%-ს მიაღწია, 1994 წელს ინფლაცია 6473%-ზე ჩამოვიდა, 1995 წელს ლარის შემოღებით კი ის სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა.
რა ღირს მიმოქცევიდან ამოღებული ბანკნოტები დღეს
1999 წლის ემისიის 1 ლარი, ფასი – 101 ლარი;

1999 წლის ემისიის 2 ლარი, ფასი – 102 ლარი;

1999 წლის ემისიის 5 ლარი, ფასი – 105 ლარი;

1993 წლის ემისიის 1 კუპონი, ფასი – 99 თეთრი;

1993 წლის ემისიის 3 კუპონი, ფასი – 99 თეთრი;

1993 წლის ემისიის 100 კუპონი, ფასი – 99 თეთრი;

1993 წლის ემისიის 5000 კუპონი, ფასი – 49 ლარი;

1993 წლის 50,000 კუპონი, ფასი – 15 ლარი;
%20kuponi.jpg)
1993 წლის 25,000 კუპონი, ფასი – 25 ლარი;

1994 წლის ემისიის 20,000 კუპონი, ფასი – 99 თეთრი;

1994 წლის ემისიის 100,000 კუპონი, ფასი – 99 თეთრი;

1994 წლის ემისიის 500,000 კუპონი, ფასი – 99 თეთრი;

bm.ge