ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გეგმები აქვს GEORGIAN AIRWAYS-ის ახალ დირექტორს, რომელიც ამერიკიდან მოიწვიეს
29 მარტი, 2019

ავიაკომპანია “Georgia Airways”-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. რომან ბოკერიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი კომპანიაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა.„თვითონ კომპანია “Georgian Airways” და დარგი ძალიან პერსპექტიული და საინტერესოა. ჩავთვალე, რომ დროა 12 წლის შემდეგ ამერიკიდან დავბრუნებულიყავი საქართველოში და ჩემი ამერიკული გამოცდილება გამომეყენებინა სტრატეგიული დარგის სრულყოფისათვის. ასევე საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად. არსებული წარმატება სახეზეა, გასულ წელს კომპანიამ საკუთარი ბიზნესი 100%-ით გაზარდა“ – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიის ცნობით, რომან ბოკერია მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო უწყებებში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკისა და საბანკო ოპერაციების ფაკულტეტი (1992-1996). შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის მიმართულებით (1997-2003).

2008-2010 წლებში განათლება მიიღო ფლორიდის შტატში – ტამპას უნივერსიტეტში, ჯონ ჰ. საიკსის ბიზნეს კოლეჯში, მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი MBA ფინანსებსა და ინვესტიციებში.

ამავე უნივერსიტეტში პარალელურად იყო ასპირანტი ასისტენტი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსურ დეპარტამენტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ბოკერიამ ამ პოსტზე გივი დავითაშვილი შეცვალა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.