საერთაშორისო ავიაკომპანიების სტუარდესებმა დაასახელეს მგზავრთა ის ქმედებები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აღიზიანებთ. გამოკითხული სტიუარდესების მოსაზრებები გამოქვეყნა hyser.com.ua-მ.
საოცარია, მაგრამ სტიუარდესების გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რის გამოც ისინი ძალიან უყვართ და მოსწონთ – ეს არის მათი სექსუალურობის და მომხიბლელობის ხაზგასმა.

ბორტგამცილებლებს ასევე არ უყვართ, როცა მგზავრები გაზიან სასმელებს ითხოვენ. მაღალ სიმაღლეზე შედარებით დაბალი წნევის გამო სასმელი მეტად ქაფდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში რაც ხშირ შემთხვევაში მომსახურების პროცესს აფერხებს, ანუ სასმელის დასხმას მეტი დრო სჭირდება.

სტიუარდესების გაღიზიანების ობიექტები არიან ტურისტები, რომლებიც თვითმფრინავის სავარძლის საზურგეებში ნაგავს და სხვადასხა საგანს ტოვებენ. გართულებული კომუნიკაციის გამო მათ ასევე არ მოსწონთ იმ მგზავრებთან ურთიერთობა, რომელთაც გამუდმებით ყურსასმენები უკეთიათ.
სტიუარდესების გაღიზიანებას იწვევენ მგზავრები, რომლებიც თვითმფრინავის დაჯდომის პროცეში ან სალონში საკვების დარიგებისას ტუალეტით სარგებლობას ითხოვენ.
ბორტგამცილებლების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრები, ასევე ისინი, რომლებიც სალონში ფეხშველა დასეირნობენ.
უსაფრთხოების დარღვევის კლასიკად მიაჩნიათ სტიუარდესებს სულსწრაფი მგზავრების ქცევა, როდესაც ისინი თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ტორტმანს იწყებენ, საკუთარი სავარძლებიდან ხტებიან და ცდილობენ საკუთარი ჩემოდნების „ჩამოთრევას“ სწორედ მაშინ როდესაც ლაინერი ასაფრენ ბილიკზე ყველაზე მაღალი სიჩქარით ეშვება.

სტიუარდესები ყველანაირად ცდილობენ, ასეთი პოტენციური „დებოშიორები“ ყველა ლეგალური ხერხით და საშუალებით მოხსნან რეისიდან და სალონში არ მოხვდნენ.
www.bpi.ge