ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეყნები საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის
05 სექტემბერი, 2017

აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%). 

საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც 597,527-ით მეტია გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით. (ზრდა +28%) რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ზაფხულის სეზონზე 1,421,031 შეადგინა, რაც 350,168-ით მეტია გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (ზრდა +32.7%) 

8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 



2017 წლის იანვარი - აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია. 

იანვარი - აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%). 

2017 წლის იანვარ - აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%. 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.