ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეშეთი-კობის გვირაბის აშენება 20-მდე კომპანიას სურს
01 აგვისტო, 2018

ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტით 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია არის დაინტერესებული.

საავტომობილო  გზების დეპარტამენტში კომპანიების წარმომადგენლებთან წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა. კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტის ავტორი ესპანური კომპანია IDOM-ის  სპეციალისტებისგან.

პროექტის მიხედვით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე, 23 კილომეტრიანი გზის და მათ შორის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება. 

სამშენებლო სამუშაოების წლის ბოლოსთვის დაიწყება და 2022 წლისთვის დასრულდება. პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს დაახლოებით 1 საათით შეამცირებს.

გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება.

ჯვრის უღელტეხილზე, ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, პროექტის დასრულების შემდე კი  ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მგზავრობა უსაფრთხო იქნება, სატრანზიტო ტრანსპორტს აღარ მოუწევს კურორტ გუდაურის ტერიტორიაზე გავლა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.