ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისთან მინი ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება
06 სექტემბერი, 2017

ქუთაისთან ახლოს მინი ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს, რომლის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ არსებულ პროექტში ცვლილებებია დაგეგმილი და 15 სექტემბრისთვის განახლებული დოკუმენტაცია გამგეობაში ნებართვის მისაღებად შევა.

/

ბაბუნაშვილის თქმითვე, გაზრდილი მოთხოვნის გამო, არსებული 2 სართულიანი სახლების გვერდით, 6 სართულიანი კორპუსების მშენებლობაც სურთ. მისი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სრულად განვითარება 2018 წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე 25 ათას კვადრატულ მეტრზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია.

/

მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა. კახა ბაბუნაშვილის განცხადებითვე, „ასალ ინშაათის“ წარმომადგენლები საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვლენ და ახალ პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართება.

/

ავტორი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.