ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი ქალაქის კულტურულ ცენტრად იქცევა
21 აგვისტო, 2018

ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე ქუთაისის მერია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იზრუნებს.

სამუზეუმო სივრცის ქალაქის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად ქცევისთვის მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის საფუძველზე ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო-სამუზეუმო სივრცის შემდგომი განვითარებისთვის სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელშემწყობი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებს.

ახლო მომავალში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით ფალიშვილის ქუთაისის სახლ-მუზეუმი ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმთან გააფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც სამომავლოდ ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს. 

სახლ-მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებების ხელშეწყობასთან ერთად დოკუმენტი ფალიაშვილის მუზეუმში დაცული ექსპონატების რესტავრაციასაც მოიცავს. სააგენტო ახლო მომავალში ზაქარია ფალიაშვილისეულ 3 უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტის რესტავრაციას უზრუნველყოფს, აღდგენის შემდეგ კი ისევ საექსპოზიციო ნივთებად გამოიფინება. 

მომავალში სააგენტო მუზეუმოგრაფიის ახალ კონცეფციასაც შეიმუშავებს, რომლიც საფუძველზეც სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო-საპროექტო დოკუმენტაციაც მომზადდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.