ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების სკეიტ პარკი გაიხსნა
17 სექტემბერი, 2018

საქართველოში სტანდარტების შესაბამისი პირველი სკეიტ პარკი ქუთაისში გაიხსნა.

სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტებს შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა.

სკეიტ პარკის მოწყობა ქუთაისის ბიუჯეტიდან 197 000 ლართ დაფინანსდა.

"ქუთაისელი ახალგაზრდები 7 წლის განმავლობაში ითხოვდნენ სკეიტ პარკის მოწყობას. ჩვენ მათ ზუსტად 1 წლის უკან დავპირდით, რომ ქუთაისს სკეიტბორდის მოედანი ექნებოდა და ეს დანაპირები შევასრულეთ. ქუთაისის არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელსაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკეიტბორდის მოედანი აქვს და მალე საერთაშორისო დონის ჩემპიონატებს უმასპინძლებს," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.