ქუთაისში, მ. დვალიშვილის N 17-ში მდებარე ეკლესიის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გადახურვის მოწყობა დასრულდა.
ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ხის ხარაჩოს მოწყობას ტაძრის მთელ პერიმეტრზე და გუმბათის ყელის გარშემო. გასუფთავდა ფასადები ლითონის ჯაგრისებით და გამოქარული ადგილები ამოიგოზა პიგმენტირებული კირხსნარით. მოხდა ხარაჩოს დაშლა და ტერიტორია დასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან. მოეწყო თუნუქის ახალი საფარი და მოხდა მისი დასაწყობება. რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დასრულდა. სამუშაოები ააიპ "საყდარმა" შეასრულა.
www.travelingeorgia.ge