ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება – ახალ ტერმინალს “ანაგი” ააშენებს
11 სექტემბერი, 2017

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება. ახალ ტერმინალს კომპანია „ანაგი“ ააშენებს, რომელმაც უფლება სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების საფუძველზე მოიპოვა. კომპანიის ცნობით, “ანაგსა” და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

სატენდერო ფასი დაახლოებით 23 მლნ ლარამდეა.

ახალი ტერმინალი არსებულის მიმდებარედაა.

პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს.

პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება. როგორც ცნობილია, რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ. “ვფიქრობთ, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს”, – განაცხადა პრემიერმა პროექტის დაანონსებისას.

დაგეგმილია აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის აშენება. ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.