ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების პროექტი იწყება. პროექტის განხორციელება აგვისტოდან დაიწყება.
პრემიერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს.
პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში განიხილება. როგორც ცნობილია, რკინიგზის პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ. “ვფიქრობთ, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
92%-ითაა გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან და ამას პრემიერი ერთი მხრივ, ვიზალიბერალიზაციის შედეგით ხსნის, მეორე მხრივ, ტურიზმის სფეროში წარმატებებით.
www.bpi.ge