ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას კომპანია OMNIBAS EXPRESS იწყებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც 1 ოქტომბრიდან ისარგებლონ.
„ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მგზავრებისთვის. ამიტომ ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია: ჯორჯიან ბასი, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - ომნიბას ექსპრესი. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს”, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge
www.travelingeorgia.ge