საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელის რეისი დაინიშნა, ინფორმაციას სააგენტო kutaisipost.ge ავრცელებს.
ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღე იმუშავებს, პირველ რეისი კი, ხვალ შესრულდება.
ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან ) 10:25 წუთზე გავა და ბათუმში 13:28 წუთზე ჩავა. იმავე მატარებელი ბათუმიდან 23:25 წუთზე გამოვა და ქუთაისში 02:20 წუთზე იქნება.
მატარებლის მგზავრობის ღირებულება 6 ლარი იქნება, 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან განთავისუფლდებიან.
www.bpi.ge