ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისი საახალწლოდ ახალ განათებებს იყიდის
15 დეკემბერი, 2017
ქუთაისში საახალწლოდ ახალი განათებები იქნება. მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნა დააკმაყოფილა საახალწლო მოწყობილობების პირდაპირი შესყიდვის თაობაზე. 

ქუთაისის მერიის ცნობით, ახალ მერს წინასაახალწლო ტენდერები ჩაშლილი დახვდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ქუთაისი ახალ წელს შესაბამისი განათებების გარეშე რჩებოდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას პირდაპირი წესით შესყიდვის თაობაზე, რაზეც თანხმობა მიიღო და ქალაქს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება. 

მერია 238 229 ლარის ღირებულების საახალწლო განათებებსა და აქსესუარებს შეიძენს. ამ თანხაში შედის მათი მონტაჟი და დემონტაჟი. 
 
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.