ქუთაისი საღორია–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერია გამოცხადებული. საუბარია კმ 6–კმ 10 მონაკვეთზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამუშაოების შესყიდვა 3 132 501 ლარად სურს.
შესყიდვა 18 სექტემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 10 ოქტომბერს სრულდება.
ადგილზე უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: - მოსამზადებელი სამუშაოები - მიწის ვაკისი - რკინაბეტონის ღარის მოწყობა - საგზაო სამოსი - მიერთებების მოწყობა - ეზოში შესასვლელების მოწყობა - ავტოპავილიონებისა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა - გზის კუთვნილება და მოწყობილობა.
"მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით, ზედამხედველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად",- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
www.bm.ge