ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Quadrum-მა გუდაურში ახალი ობიექტის გახსნა 2019 წლის ზაფხულისთვის გადადო
13 სექტემბერი, 2018

გუდაურში სასტუმრო Quadrum-მა ახალი ობიექტის გახსნა 2019 წლის ზაფხულისთვის გადადო. პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ამ ეტაპზე პროექტის საბოლოო ვერსიის დამტკიცებას ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება. სწორედ ამან სასტუმროს ახალი ფლიგელის მშენებლობის გადადება გამოიწვია.

ზამთრის სეზონზე Quadrum-ი ტურისტებს ახალი რესტორნით უმასპინძლებს, 110 კვ.მ-იან სივრცეს დამატებით ტერასა ექნება, რომელიც ჯამში 50-მდე სტუმარს დაიტევს.  

ახალი პროექტი 700 კვადრატულ მეტრზე განსხვავებული კონცეფციის ქვისგან აგებულ კორპუსს შესთავაზებს. ამ პროექტის მიხედვით Quadrum-ს დამატებით 13 ნომერი ექნება და სულ 24 ნომრიანი გახდება. პროექტში 2 მლნ-მდე ლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება. ახალ სივრცეში წარმოდგენილი იქნება, დახურული აუზი, საუნა, იოგას დარბაზი, საკონფერენციო და რესტორანი.

ხის კონტეინერებისგან დამზადებული, 600 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 11-ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. პროექტში 1,7 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.