თბილისის ტურისტული მარშრუტს კიდევ ერთი ბილიკი შეემატება. კოჯორში, აზეულას ანუ ქოროღლის ციხის ტერიტორია მოეწყობა. ეს გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან უკვე შეათანხმა.
ამ დროისთვის უკვე დაწყებულია ქოროღლის ციხესიმაგრეზე განათების ქსელის მოწყობად, წინამოსამზადებელი სამუშაოები.
მთაწმინდის რაიონის ხელმძღვანელობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „თბილსერვისის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, ციხეზე იმყოფებოდა და განათების ადგილების ფიქსაციისთვის ტერიტორია საფრენი აპარატით გადაიღეს.
ახალი ტურისტული ბილიკის ფარგლებში, ციხის კონსერვაცია, ტერიტორიაზე განათების ქსელის მოწყობა, ტურისტული ნიშნულებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება იგეგმება. განიხილება ციხესიმაგრის მიმდებარედ არსებული იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია.
აზეულას ციხესიმაგრე კოჯორში, თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა IX საუკუნეში აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ციხესიმაგრეს „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისთვის „აზეულას“ ციხეს უწოდებნენ, დღეისთვის კი ციხე ქოროღლის სახელწოდებითაა ცნობილი.
www.travelingeorgia.ge