ქართველი მეღვინეების მოლოდინი - ქვევრვის ღვინოები საფრანგეთის ქალაქებში წარადგინეს
ქართველი მეღვინეები, რომლებიც საფრანგეთში ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში Les Penitentes-ში დაLa Dive Boutteille-ში მონაწილეობენ, ახალი კონტრატქების მოლოდინში არიან. ეს მოლოდინი წინა წლების პრაქტიკთ არის განპირობებული, რამდენადაც მათ ამ შედეგს არაერთხელ მიაღწიეს.
საფრანგეთში ღვინის წარდგენით, ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე.
Les Penitentes-ი და La Dive Boutteille-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა. წელს ქართული ღვინო მერვედ იყო წარდგენილი.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კომპანიების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „მანდილი“, „ხოხბის ცრემლები“, „მარანი ლაგაზი“, „გოგო ვაინი/ართანული ღვინო“, „კორტავების მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“.
გამოფენაში ქართული კომპანიები ღვინის ეროვნული სააგენტოს მხადაჭერით მონაწილებდნენ და სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.
გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამ დღეებში გაიმართება ნანტში, რენიში და ლორიანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში 2017 წელს საქართველოდან 100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ.
La Dive Boutteille ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაც ცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან ნატურალურ ღვინოებში.
Les Penitentes-ში ტრადიციულად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი „ნატურალური“ ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ. წელს ქართულ სტენდს მსოფლიოში ცნობლი ღვინის ექსპერტი და ღვინის საერთაშორისო მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი ეწვია.
www.travelingeorgia.ge