ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინო, მინერალური წყალი და აგროპროდუქტები - მინსკში ქართული პროდუქციის მაღაზია გაიხსნება
22 მარტი, 2018

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სპეციალური მაღაზია გახსნება. მაღაზიაში მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.

ბელარუსული მხარის ინფორმაციით, მინსკში 1200 კვ.მ. ფართობზე განთავსდება სავაჭრო ცენტრი, რომელიც ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს, აგროსამრეწველო და სხვა სასურსათო პროდუქციას გაყიდის. 

მსგავსი ფორმატის სავაჭრო ცენტრები საქართველოში უკვე მოქმედებს.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, მიხაელ  რუსის შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 2018 წლის იანვარ-თებერვალში ბელარუსიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით არის გაზრდილი. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.