ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინო დიუსელდორფში გამოფენა ProWein-2018-ზე
26 მარტი, 2018

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა ProWein-2018-ზე ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

„ProWein-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის სექტორში. საქართველო უკვე 10 წელზე მეტია მასში სტაბილურად მონაწილეობს და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. წელსაც, ძალიან ბევრი ქართული ღვინის დამფასებელი და მომხმარებელი მოვიდა ქართულ სტენდზე. დიუსელდორფის გამოფენაზე ქართული ღვინის კარგად წარმოჩენა ერთგვარი საწინდარია, რომ ახალ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო კარგად გაიყიდოს“ - აღნიშნა გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენაში საკუთარი პროდუქცია 64 ქვეყანამ წარმოადგინა და მას 60 ათასამდე ღვინით მოვაჭრე და იმპროტიორი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობაა.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს და ერთიანი ქართული სტენდი წლიდან წლამდე წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი ხდება.

ProWein-ზე საქართველო 26-მა კომპანიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარადგინა.

ProWein-2018-ში მონაწილეოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „მეგობრების მარანი“, შპს „ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, KTW, „გურამიშვილის მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღინო“, „მარნის კარი“, „ბოლერო“, „შილდა“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „თელიანი ველი“, „კახური“, „ვიტე ვერა/ბესინი“, „შუხმანი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ხარება“, „შუმი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, GWS, „შატო მუხრანი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კორპორაცია ქინძმარაული“.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.