ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კატალოგი იქმნება
29 ივნისი, 2017

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ ონლაინ კატალოგი ხელმისაწვდომი ივნისიდან გახდება.

ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, კატალოგი ასოციაცია "ქართული ღვინო"-მ შექმნა. როგორც ასოციაციში განმარტავენ ონლაინ კატალოგი www.geowinery.com არის ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მორიგი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც 2017 წლის ივნისიდან ამუშავდება.

კატალოგის პირველადი დანიშნულებაა, მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ღვინის დახასიათებაზე, ყურძნის ჯიშებზე, მწარმოებელ კომპანიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც მეღვინეობა- მევენახეობის დარგის წარმომადგენლებისთვის არის საინტერესო. ასოციაციის ცნობით ამჟამად კატალოგში 200-მდე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროდუქციაა თავმოყრილი. სამომავლოდ კი ჩამონათვალი გაიზრდება. ონლაინ კატალოგის გვერდიდან მომხმარებელი ღვინის ტურიზმის ონლაინ პლატფორმაზე georgianwine.travel შეძლებს გადასვლას. , პროექტის პრეზენტაცია გაიმართება ხუთშაბათს გაიმართება.  

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით და ბულგარეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელშეწყობით.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.