ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის საექსპორტო გეოგრაფია
06 მარტი, 2018

ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს, სწორედ მასზე მოდის ქართული ღვინის გაყიდვების 68%.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთში ექსპორტირებულია 7 425 286 ბოთლი; რუსეთს მოსდევს უკრაინა 972 976 ბოთლით.

პირველ სამეულში მესამე ადგილზეა ჩინეთი - 559 168 ბოთლი, მეოთხეზე ყაზახეთი - 501 282 ბოთლი, პოლონეთი - 441 202 ბოთლი. 

მთლიანობაში ღვინის ექსპორტი გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36108), ესტონეთი - 75% ( 88326), ისრაელი - 58% (31272), ლატვია - 43% (262110), პოლონეთი - 41% (441202), ნიდერლანდები - 32% (13491), რუსეთი - 30% (7425286), ყაზახეთი - 29% (501282), გერმანია - 27% (109834), უკრაინა - 13%(972976), საფრანგეთი - 9%, (14036) და სხვა. 

2018 წლის იანვარ-თებერვალში 38 ქვეყანაში ექსპორტზე 10,8 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა. ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.